GIVEMESPORT – „არსენალში“ უკვე ოცნებობენ მომავალ შემადგენლობაზე, სადაც ანდრია ბართიშვილიც გაიბრწყინებს #1TVSPORT

14:38, 04.10.2026

ანდრია ბართიშვილზე, რომელმაც „არსენალთან“ სექტემბერში წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, გამოცემა GIVEMESPORT-მა წერილი გამოაქვეყნა და მას ლონდონური კლუბის მომავალი უწოდა.

„ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტების მოსაზიდად „არსენალი“ ბოლო თვეებში აქტიურად მუშაობს. მათ სურთ, რომ 16 წლის მაქს დაუმანის წარმატებული ტრანსფერის ისტორია გააგრძელონ. ასაკის მიუხედავად, მიკელ არტეტა დაუმანს უკვე სრულ ნდობას უცხადებს.

ზაფხულში გუნდს კიდევ რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშე შეუერთდა. მათ შორის, ალბათ, ყველაზე მეტად ანდრია ბართიშვილს ელოდებიან. ეს ნაწილობრივ განპირობებულია „ნაპოლიში“ და, ახლა უკვე „პარი სენ-ჟერმენში“, ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებით. ის ევროპელი სუპერვარსკვლავი გახდა და, ბუნებრივია, ბართიშვილს უკვე მას ადარებენ – 17 წლის ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ახალ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

„არსენალს“ ბართიშვილის ტრანსფერი დაახლოებით ოთხი მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ამჟამად ფეხბურთელი იჯარით თბილისის „იბერიაში“ თამაშობს, სადაც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, ოქტომბრიდან კი კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.

ამ ვუნდერკინდს ორივე ფლანგზე გარემარბად შეუძლია თამაში, რამაც სხვა მოთამაშეებთან, მათ შორის კვარაცხელიასთან, შედარებები გამოიწვია. თუ ბართიშვილი „არსენალშიც“ იგივე ტემპით განაგრძობს განვითარებას, ყველა მონაცემი აქვს, რომ მომავალი სუპერვარსკვლავი გახდეს.

„არსენალში“ კი უკვე ოცნებობენ მომავალ შემადგენლობაზე, რომელშიც დაუმანი და ბართიშვილი გვერდიგვერდ ითამაშებენ და მსოფლიო ფეხბურთის ორი ყველაზე ახალგაზრდა ტალანტი „არსენალის“ ფერებში გაიბრწყინებს“, – წერს გამოცემა GIVEMESPORT.

მსგავსი