გიოტცე „დორტმუნდთან“ კონტრაქტს არ აგრძელებს
გიოტცე „დორტმუნდთან“ კონტრაქტს არ აგრძელებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ შესაძლოა დატოვოს თავისი ამჟამინდელი კლუბი, – წერს გაზეთი „ბილდი“. გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი არ ჩქარობს გუნდთან კონტრაქტის გაგრძელებას.

ამასთან, გიოტცეთი დაინტერსებას გამოთქვამს ლონდონის „არსენალი“. იქ ის შეიძლება შეუერთდეს ყოფილ პარტნიორებს – პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ჰენრიხ მხითარიანსა და სოკრატის პარასტატოპულოსს. ვარაუდობენ, რომ გერმანელი უნდა დათანხმდეს ხელფასის შემცირებას, თუ სურს „დორტმუნდში“ ადგილის შენარჩუნება.

გასულ სეზონზე გიოტცემ 26 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, 6 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.