გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებისთვის ამანათების მიღება ხვალიდან იწყება
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებისთვის ამანათების მიღება ხვალიდან იწყება

პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღება ხვალიდან იწყება. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების-ბრალდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან, 21 ნოემბრიდან დაიწყება“, – აცხადებენ უწყებაში.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება მოხდება 21-22 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე.