გიორგიოს მასურასი - საქართველოსთან რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა #1TVSPORT
გიორგიოს მასურასი - საქართველოსთან რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა #1TVSPORT

ჯონ ვან სხიპთან ერთად საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციას ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ შემტევი გიორგიოს მასურასი იმყოფებოდა.

„არის თუ არა ზეწოლა, რადგან გასვლის შანსი გვაქვს და მოგება გჭირდება? ხვალ ნამდვილად რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო. ამიტომ ახლა დამატებითი ზეწოლა არაა იმის გამო, რომ საქართველო სალონიკში არ დავამარცხეთ. ხვალ კი მოსაგებად ვიბრძოლებთ.

ძლიერი შემადგენლობით ჩამოვედით და ბუნებრივია, ეს ჩვენს განწყობაზე აისახება. ვცდილობთ, გუნდურობა შევინარჩუნოთ, როდესაც ვინმე გვაკლია, ახლა კი, როდესაც ბევრი ტრავმირებული დაგვიბრუნდა, ბუნებრივია, დამატებით სტიმული გაგვიჩნდა.

იქნება თუ არა ხვალინდელ მატჩში მთავარი ემოცია? ჭკვიანურად ორგანიზებულად და უნდა ვითამაშოთ, ხვალ სახლში სამი ქულით რომ დავბრუნდეთ“.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბათუმი არენაზე“ საბერძნეთს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი გუნდი პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.