გიორგი ზერეკიძე - დაუშვებელია, თუნდაც ერთი სახელისუფლებო ბერკეტი ჩავუგდოთ ხელში ისეთ დესტრუქციულ ძალას, როგორიც „ნაცმოძრაობაა“
გიორგი ზერეკიძე - დაუშვებელია, თუნდაც ერთი სახელისუფლებო ბერკეტი ჩავუგდოთ ხელში ისეთ დესტრუქციულ ძალას, როგორიც „ნაცმოძრაობაა“

დაუშვებელია, თუნდაც ერთი სახელისუფლებო ბერკეტი ჩავუგდოთ ხელში ისეთ დესტრუქციულ ძალას, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, – ამის შესახებ გიორგი ზერეკიძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

„დღეს დგას რეალობა, როდესაც შეიძლება ქვეყანაში ისეთი მოძალადე ხელისუფლება დაბრუნდეს, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, პირადად მე, საკუთარ თავზე ვიწვნიე ეს ძალადობა, როდესაც უსამართლოდ და ძალმომრეობით ჩემს საქმეში გააყალბეს ყველა მტკიცებულება, აბსურდული ბრალდებები წამიყენეს.

საზოგადოებას კარგად გვახსოვს, რა ძალადობრივი მეთოდებით მართავდა ქვეყანას ყოფილი ხელისუფლება. დღეს ნამდვილად არ შეიძლება, რომ თუნდაც ერთი სახელისუფლებო ბერკეტი ჩავუგდოთ ხელში ასეთ დესტრუქციულ ძალას.

სწორედ ამიტომ, ყველა რესურსს, პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ მათი მობრუნება არ დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში“,- აღნიშნა გიორგი ზერეკიძემ.