გიორგი ზარიამ პენალტი ვერ გამოიყენა - ქართველების „კაირატი“ ერთპიროვნული ლიდერია #1TVSPORT
გიორგი ზარიას „კაირატმა“ ყაზახეთის პრემიერლიგაში „ტობოლი“ დაამარცხა – 2:1.
ალმათელების შემადგენლობაში 81 წუთი ითამაშა გიორგი ზარიამ, ლუკა გადრანი მკურნალობას ასრულებს და, სავარაუდოდ, მოედანს მალე უნდა დაუბრუნდეს. „ტობოლში“ კი ცოტნე მოსიაშვილი 74-ე წუთზე გამოჩნდა. ზარიამ სტუმართა კარში 35-ე წუთზე დანიშნული პენალტი ძელს მოარტყა.
ლუკა იმნაძე „ტურანთან“ „ორდაბასის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ყაზახეთის პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ „კაირატი“ 17 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, „ტობოლი“ (11) მეხუთეზეა, ხოლო „ორდაბასი“ – მერვეზე.