გიორგი ზარია ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალწვეულად აღიარეს #1TVSPORT
ყაზახურმა გამოცემა sports.kz-მა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის 10 საუკეთესო ახალწვეულის სიას წარადგინა, სადაც პირველ ადგილზე ალმატის „კაირატის“ ქართველი ლეგიონერი გიორგი ზარია გაიყვანა.
„გასული სეზონი დასამახსოვრებელი იყო არა მხოლოდ დრამატული დასასრულით, არამედ უცხოელი ფეხბურთელების დიდი რაოდენობით. ასზე მეტი უცხოელიდან შეიძლება გამოვყოთ ათეული, რომელთა ჩამოსვლამ ნამდვილად გაამართლა ყველა მოლოდინი“, – წერს ინტერნეტპორტალი.
„გიორგი ზარია, 27 წლის, „კაირატი“ – ქართველი ნახევარმცველისთვის ალმათის „კაირატი“ კარიერაში პირველი უცხოური კლუბი იყო. გიორგი სეზონის დასაწყისიდანვე საკვანძო მოთამაშე გახდა, რომელმაც პირველ ტურში „კიზილჟართან“ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.
მიმდინარე სეზონში ზარიამ 6 გოლი გაიტანა, რომელთა უმეტესობა გამორჩეული სილამაზის იყო. მის ანგარიშზე ასევე 5 საგოლე გადაცემაა. ქართველმა ნახევარმცველმა დიდი წვლილი შეიტანა „კაირატის“ ჩემპიონობაში, რისი წყალობითაც 2024 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ახალწვეული გახდა“, – წერს ყაზახური გამოცემა.