გიორგი ზარია - საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დამიკავშირდნენ #1TVSPORT
გიორგი ზარია - საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დამიკავშირდნენ #1TVSPORT

გიორგი ზარიას თქმით, მას საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაუკავშირდნენ და რჩევა მისცეს, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ეროვნულ გუნდს – ამის შესახებ ალმატისკაირატის“ ქართველმა ნახევარმცველმა Meta-ratings.kz-თან ინტერვიუში განაცხადა.

„წელს უკვე მეხუთე ჩემპიონის ტიტული მოვიგე. ყაზახეთის ჩემპიონატში გამარჯვება განსაკუთრებით რთული იყო, რადგან კარიერაში პირველად ვითამაშე საზღვარგარეთ.

რაც შეეხება ნაკრებში შესაძლო მიწვევას – საქართველოში იციან, როგორ ვთამაშობთ მე და ლუკა ყაზახეთში – გადრანის ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ამაზე მეტყველებს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და რჩევა მომცეს. მათ აღნიშნეს ასპექტები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესო. ამაზე ბევრს ვმუშაობ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდები“, – განაცხადა ზარიამ.

კაირატის” ქართველ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული – ზარიას დებიუტი 2021 წლის სექტემბერში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთთან სტუმრად (0:4) გამართულ შეხვედრაში შედგა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის სეზონის ბოლოს „კაირატმა“ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ქართველი ლეგიონერი კი წლის ნახევარმცველად დაასახელეს და სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.