გიორგი ზარია 30-ე ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურში ალმათის „ქაირათმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 0:5 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ზარია ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, ვარჯიში განაახლა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა – ის 79-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და 30-ე ქართველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. ორიოდე ეპიზოდში თამაშიც გაამწვავა, მაგრამ „ქაირათმა“ გოლის გატანა ვერ მოახერხა.
„რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჰეთთრიკი შეასრულა, თითო ბურთი კი ედუარდუ კამავინგამ (83) და ბრაიმ დიასმა (90+3) გაიტანეს.