გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგაზე იმსაჯებს #1TVSPORT
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგაზე იმსაჯებს #1TVSPORT

ევროპა ლიგის პლეი ოფის შეხვედრას უნგრულ „ფერენცვაროშსა“ და ჩეხურ „ვიქტორია პლზენს“ შორის ქართველი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი განსჯის, მისი ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი იქნებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ალეკო აფციაური შეასრულებს – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ფერენცვაროშისა“ და „ვიქტორიას“ შეხვედრა 13 თებერვალს ბუდაპეშტში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

გიორგი ყრუაშვილი ფიფა-ს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი 2010 წელს გახდა და არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი განსაჯა. 38 წლის ქართველი არბიტრი კარიერის განმავლობაში 117 შეხვედრას მოემსახურა. განსჯილი აქვს საქართველოს სუპერთასისა და საქართველოს თასის ფინალები, ასევე ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის მატჩები.

2019/20 წლების სეზონიდან ყრუაშვილმა ევროპა ლიგის, ერთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებზე იმუშავა, ასევე მივლენილი იყო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო 2021 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალის (გერმანია-პორტუგალია, 1:0) მთავარი მსაჯი გახლდათ.