გიორგი წიტაიშვილმა ზამთრის თასზე ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა ზამთრის თასზე ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გორგი წიტაიშვილმა ოდესის „ჩერნომორეცის“ შეკრებაზე მორიგი გოლი გაიტანა – ეს „ზამთრის თასის“ გათამაშებაზე მოხდა, რომელსაც უკრაინული კლუბები შეკრებაზე სათამაშო პრაქტიკისთვის იყენებენ.

გიორგი წიტაიშვილისა და ბექა ვაჩიბერაძის (მცირე ტრავმა აქვს და არ უთამაშია) „ჩერნომორეცმა“ ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა. ხარკოვის „მეტალისტთან“ პენალტების სერიაში წაგების შემდეგ, ოდესელები ჟიტომირისპოლესიესთანაც“ ფრეს დასჯერდნენ (1:1), ხოლო 11-მეტრიანების სერიაში ამჯერადაც დამარცხდნენ – 4:5.

წიტაიშვილი ახალმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმაპოლესიესთანაც“ მარცხენა მცველად ათამაშა. 32-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შეტევაში ჩაერთო და ბურთი ძელს მოარტყა. შესვენების შემდეგ წიტაიშვილი მწვრთნელმა წინ წასწია და 55-ე წუთზე გიორგიმ მოჭრილი დარტმით ულამაზესი გოლი გაიტანა.

89-ე წუთზე „პოლესიემ“ ანგარიში გაათანაბრა… გიორგიმ თავი პენალტების სერიაშიც გამოიჩინა, მაგრამ ოდესელები ისევ დამარცხდნენ.