გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა - „მეცი“ „პარიზთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი ერთდროულად, 62-ე წუთზე დატოვა. მანამდე კი წიტაიშვილმა საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი – 54-ე წუთზე მის მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა ბუბაქარ ტრაორემ დააგვირგვინა.
იმ დროს ანგარიში 2:2 იყო, თუმცა სტუმრებმა „პარიზის“ შემტევები ვერ შეაჩერეს, მესამე გოლი გაუშვეს, 81-ე წუთზე კი 10 კაცით დარჩნენ და სამი ტურის შემდეგ კვლავ უქულოდ არიან.