გიორგი წიტაიშვილმა „რაიო ვალეკანოს“ სასტარტოში პირველად „რეალთან“ ითამაშა #1TVSPORT

01:43, 13.09.2026

გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანო“ ლა ლიგაში მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:4.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი წინა ტურში გიორგი გულიაშვილის სანტანდერისრასინგის“ წინააღმდეგ ჩაატარა და შეცვლაზე 16 წუთი ითამაშა. ამჯერად კი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მარჯვენა შემტევის პოზიციაზე მოქმედებდა. წიტაიშვილი აქტიური იყო, ორჯერ მისი დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია, ერთხელაც ბურთი კარისკენ თავით გაგზავნა, მაგრამ მიზანს ააცილა.

შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და „რეალი“ მბაპეს, კარერასისა და ბელინგემის გოლებით პირველივე ტაიმში სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. კამელომ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან საერთო სურათი ვერ შეცვალა, მბაპემ მსაჯის მიერ დამატებულ დროში სამბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ცხრილი იტვირთება…

მსგავსი