გიორგი წიტაიშვილმა ლიგა 1-ში სადებიუტო თამაში ჩაატარა - „მეცი“ „სტრასბურგთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა ლიგა 1-ში სადებიუტო თამაში ჩაატარა - „მეცი“ „სტრასბურგთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული „მეცის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. გუნდი შინ „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

25 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. „მეცის“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი აბუაშვილი სათადარიგოთა შორის დარჩა და მისი დებიუტი გადაიდო.

შეხვედრაში პირველი სახიფათო ეპიზოდები შესვენებამდე სწორედ წიტაიშვილის მიერ განვითარებულ შეტევებს მოჰყვა. თუმცა „მეცის“ თამაშის სტრუქტურიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების წევრი ამის შემდეგ ძირითადად დაცვით ფუნქციებს ასრულებდა და შეტევაში იშვიათად ერთვებოდა.

86-ე წუთზე „სტრასბურგის“ შეტევა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხოაკინ პანიჩელიმ დააგვირგვინა, რის შედეგადაც „მეცმა“ სეზონი მარცხით დაიწყო.