გიორგი წიტაიშვილმა „გრანადა“ რეკორდსმენის სტატუსით დატოვა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა ესპანური „გრანადა“ სეზონის რეკორდსმენის სტატუსით დატოვა, — ინფორმაციას ამის შესახებ კლუბი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „გრანადაში“ იჯარის წესით 2024 წლის 26 ივლისს ჩაირიცხა. მისი სატრანსფერო უფლებები კვლავ კიევის „დინამოს“ ეკუთვნის.
წიტაიშვილმა „გრანადას“ რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა — ლა ლიგა 2-ის სეზონში 42 მატჩიდან 36-ში ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გიორგიმ მოედანზე გუნდის დანარჩენ ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე მეტი წუთი გაატარა და სეზონის რეკორდსმენადაც სწორედ ამ მაჩვენებლის გამო დასახელდა. „გრანადამ“ ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ იჯარის დასრულების შემდეგ წიტაიშვილი ფორმალურად კიევის „დინამოში“ დაბრუნდება, თუმცა უკრაინულ კლუბში დარჩენას არ აპირებს.