გიორგი წიტაიშვილმა ფრანგული „მეცის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა „მეცის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ფრანგულმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგის „მონდორფს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მასპინძელთა ფორმით ერთი ტაიმი ითამაშა. ერთადერთი გოლი ლუქსემბურგელთა კარში 72-ე წუთზე კლეო მილიერესმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა 11 ივლისს წარადგინა. ის „მეცს“ კიევის „დინამოდან“ იჯარის წესით შეუერთდა, ხელშეკრულება კი 2026 წლის ივნისამდე გაფორმდა.
წიტაიშვილი გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გუნდში, „გრანადაში“ ასპარეზობდა. „მეცში“ 2019-2024 წლებში გიორგი მიქაუტაძეც თამაშობდა.