გიორგი წიტაიშვილმა ფრანგული „მეცის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა ფრანგული „მეცის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს საფრანგეთის ლიგა 2-ის „რედ სტართან“ ამხანაგაურ შეხვედრაში გამარჯვებაში დაეხმარა – 4:0.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-ში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარი 38-ე წუთზე აიღო.

„მეცის“ მხრიდან შეხვედრაში გოლები შეიხ საბალიმ, მორგან ბოკელე მპუტუმ და სადიბუ სანემაც გაიტანეს.

„მეცში“ გიორგი აბუაშვილიც ჩაირიცხა, თუმცა ის ამჟამად გუნდთან ადაპტაციის პროცესს გადის და ამ შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა.