გიორგი წიტაიშვილის შეძენით საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT
მიუხედავად იმისა, რომ „მეცი“ გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდა, გიორგი წიტაიშვილმა კარგი სეზონი ჩაატარა და მისით წამყვანი საფეხბურთო ლიგების გუნდები დაინტერესდნენ, – ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.
„25 წლის ქართველმა გარემარბმა ინდივიდუალურად კარგი სეზონი ჩაატარა – 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. „მეციდან“ წამოსვლის შემდეგ მისით, როგორც მრავალმხრივი შემტევით, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრისას“ რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.
ფეხბურთელს კარიერის საფრანგეთში გაგრძელებაც შეუძლია. ჩვენი წყაროების ცნობით, მისით განსაკუთრებით „ლორიენია“ დაინტერესებული. კლუბი უკვე დაუკავშირდა მოთამაშეს, რომელსაც ლიგა 1-ში დარჩენა სურს.
თუმცა „ლორიენს“ სწრაფად მოქმედება და უცხოური კონკურენციის დაძლევა მოუწევს – წიტაიშვილს ასევე ყურადღებით აკვირდებიან გერმანული „ფრაიბურგი“ და ნიდერლანდური „პსვ ეინდჰოვენი““, – წერს ფრანგული გამოცემა.