გიორგი წიტაიშვილი უკრაინის საუკეთესო დრიბლიორებშია #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი უკრაინის საუკეთესო დრიბლიორებშია #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო დრიბლიორთა სამეულშია – რეიტინგი სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) გამოაქვეყნა.

ავტორიტეტული საერთაშორისო პორტალის რეიტინგში შედიან ფეხბურთელები, რომლებმაც მიმდინარე სეზონში 40-ჯერ მაინც სცადეს, რომ დრიბლინგით მეტოქისთვის გვერდი აევლოთ.

სიის შედგენისას სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებმა გამოითვალეს წარმატებული დრიბლინგების რაოდენობა მინიმუმ 100-წუთიან სათამაშო დროში.

ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

1. მანორ სოლომონი (შახტარი) – 8,09

2. გიორგი წიტაიშვილი (ჩორნომორეცი) – 6.07

3. ტეტე (შახტარი) – 5,89

4. ფაბინიო (მეტალისტი 1925 წ.) – 4.60

5. ალან პატრიკი (შახტარი) – 4,57

6. ალექსეი კაშჩუკი (მარიუპოლი) – 4,44

7. ნიკოლაი შაპარენკო (დინამო) – 4,29

8. რუსტამ აჰმედზადე (“მინაი”) – 4,11

9. ვლადისლავ კოჩერგინი (ზარია) – 4.01

10. ალაჰიარ საიადმანეში („გათენება“) – 3,84

საინტერესოა, რომ მანორ სოლომონი CIES-ის საერთაშორისო რეიტინგში სეზონის საუკეთესო დრიბლიორთა ხუთეულში მოხვდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია – ათეულში.