გიორგი წიტაიშვილი – სოფიის ცსკა-ს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი – სოფიის ცსკა-ს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა ბულგარეთში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჭორად შეაფასა და კატეგორიულად უარყო.

კიევის „დინამოს“ გარემარბმა ბოლო სეზონი იჯარით ესპანურ „გრანადაში“ გაატარა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ.

„უკრაინულ პრესაში ვნახე ინფორმაცია ჩემს მომავალთან დაკავშირებით, თითქოს სოფიის ცსკა დამიკავშირდა და მე გადაწყვეტილების მიღებას 10 დღეში დავპირდი.

მინდა განვმარტო, არც მე და არც ჩემს აგენტს ამ კლუბთან არასდროს გვქონია კონტაქტი და შეხება. ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა“, – განაცხადა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილმა „გრანადა“ დატოვა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კიევის „დინამოში“ დაბრუნებას არ აპირებს.