გიორგი წიტაიშვილი - ქვეყნის სიყვარული არაა პოლიტიკა, ეს ცხოვრებაა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი - ქვეყნის სიყვარული არაა პოლიტიკა, ეს ცხოვრებაა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში კოპნფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემდეგ ფოტო გამოაქვეყნა – პოზნანისლეხისქართველამ ლეგიონერმა წვივსაფარი გამოაჩინა, სადაც უკრაინის და საქართველოს დროშები ჰქონდა გამოსახული და პოსტიც გამოაქვეყნა.

„თავისუფლების სიყვარული, ქვეყნის სიყვარული – ეს არ არის პოლიტიკა. ეს ცხოვრებაა“, – წერს გიორგი წიტაიშვილი.

პოზნანისლეხმაკონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „დუდელანჟთან“ გამართა და შინ 2:0 მოგების შემდეგ გასვლაზე 1:1 ითამაშა. პოლონელებმა ანგარიში საქართველოს ნაკრების მოთამაშის საგოლე პასით მოახერხეს.

გიორგი წიტაიშვილმა, რომლის კონტრაქტიც კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მოედანზე კი 59-ე წუთზე გამოჩნდა და ერთი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საგოლე გადაცემა შეესრულებინა. გიორგი წიტაიშვილმა ბურთი საჯარიმოში პერეირას დაუგორა, რომელმაც ტაბლოზე ციფრები გაათანაბრა – 1:1.

ორი შეხვედრის შედეგებით ანგარიში „ლეხის“ სასარგებლოდ დაფიქსირდა – 3:1 და პოლონეთის ჩემპიონი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.