გიორგი წიტაიშვილი „მეცსაც“ დაემშვიდობა და კიევის „დინამოსაც“ #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი „მეცსაც“ დაემშვიდობა და კიევის „დინამოსაც“ #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ დაბრუნებაზე უარს ამბობს და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, – ინფორმაციას Sport.ua ავრცელებს.

საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდნილი „მეცის“ ქართველი ლეგიონერის შესახებ ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა დაწერა და აღნიშნა, რომ გიორგი წიტაიშვილი საკუთარ მომავალს კიევის „დინამოს“ აღარ უკავშირებს.

„წიტაიშვილს არ სურს კიევის კლუბსა და უკრაინაში დაბრუნება. ამჟამად ის „მეცში“ იჯარით თამაშობს, მაგრამ ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და კიევის „დინამოს“ დატოვებს“, – წერს ციგანიკი.

მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა 35 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი არც „მეცში“ დარჩება და შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსით კვლავ ერთ-ერთ ტოპლიგაში ვიხილოთ.