გიორგი წიტაიშვილი - „ლეხში“ დარჩენას არ ვაპირებ, თუ „დინამოს“ დავჭირდები, დამიკავშირდებიან #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი - „ლეხში“ დარჩენას არ ვაპირებ, თუ „დინამოს“ დავჭირდები, დამიკავშირდებიან #1TVSPORT

ქართველი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამომ“ პოლონურ „ლეხში“ იჯარით გაუშვა, მომავალ სეზონში პოზნანურ კლუში დარჩენას არ აპირებს, – ამის შესახებ მან Ukrfootball-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჯერ არავისთან არ მილაპარაკია. არ მგონია, დიდი აზრი ჰქონდეს, რადგან პოლონეთის ჩემპიონატი, ისევე როგორც უკრაინის, გრძელდება. თუ კიევის „დინამოს“ დავჭირდები, სატრანსფერო ფანჯრის დროს დამიკავშირდებიან.

პოლონეთში დარჩენას არ ვაპირებ. კლუბს არ აქვს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვის ან იჯარის გახანგრძლივების შესაძლებლობა. ვიცი, რომ „ლეხის“ ხელმძღვანელობა „დინამოს“გამოსყიდვის შესაძლებლობაზე ესაუბრა, მაგრამ მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს. როგორც ჩანს, პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. აქ შემდგომი ყოფნის საკითხი არ არის აქტუალური. სხვა გუნდებიდან არის თუ არა ჩემს მიმართ ინტერესი? დიახ, არის. გუნდებს ველაპარაკები, მაგრამ ჯერ ადრეა რაიმეს თქმა. უფრო დეტალური ინფორმაცია ზაფხულში იქნება“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.

მიმდინარე სეზონში 22 წლის წიტაიშვილმა „ლეხში“ 29 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მას პოლონურ კლუბთან იჯარის ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში ეწურება, ხოლო „დინამოსთან“ კონტრაქტი – 2025 წლის ივნისში.