გიორგი წიტაიშვილი - ხვიჩა კვარაცხელია ქართველების მებრძოლ ხასიათს იდეალურად განასახიერებს #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი - ხვიჩა კვარაცხელია ქართველების მებრძოლ ხასიათს იდეალურად განასახიერებს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე გამოცემა „ეკიპთან“ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. „მეცისა“ და „ჯვაროსნების“ მოთამაშემ ხაზი გაუსვა საქართველოში პსჟ-ის თავდამსხმელის როლს.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ყველას უყვარს, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული კერპია. რაც მთავარია, ის ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროპაში გზის გამკვლევი გახდა – ახლა ევროპის ტოპ-5 ლიგის კლუბებში ბევრი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა.

ბევრი ხედავს ხვიჩას, როგორც ვარსკვლავს. უპირველეს ყოვლისა, ის არის ადამიანი, ვინც იცავს თავის რწმენასა და ღირებულებებს. ის ჩემთვის  ძმასოვათაა, იმ ადამიანად აღვიქვამ, ვისგანაც მაგალითი უნდა აიღო. მას ადრეულ ასაკში მოუწია საზღვარგარეთ წასვლა, ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ ოცნება მაინც აიხდინა.

ქართველებს მებრძოლი მენტალიტეტი და ხასიათი გვაქვს, სირთულეები ყველას გამოგვივლია, გვქონდა პრობლემები და ამან მენტალურად უფრო ძლიერები გაგვხადა. გვინდა, რომ ყველა ეპიზოდში ყველა ბურთისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ამას ხვიჩა, როგორც ნაკრების კაპიტანი, იდეალურად აკეთებს“, – თქვა წიტაიშვილმა.