გიორგი წიტაიშვილი „კასტელონთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი „კასტელონთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურში გიორგი წიტაიშვილმა „კასტელონს“ გოლი გაუტანა და „გრანადას“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:1.

მატჩის შემდეგ საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებგვერდმა Flashscore-მა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თამაში 7.8 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

გიორგი წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და არგენტინელი ლუკას ბოიეს შემდეგ „გრანადის“ საუკეთესო ბომბარდირია.