გიორგი წიტაიშვილი - ეტყობა, მარსის ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ, შანსი რომ დავიმსახუროთ
გიორგი წიტაიშვილი - ეტყობა, მარსის ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ, შანსი რომ დავიმსახუროთ

კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ბოლო დღეებში გუნდში არსებული ვითარებით უკმაყოფილებას არ მალავს.

19 წლის ფეხბურთელი აქამდე გარკვეულ ზღვარს იცავდა, ახლა კი საჯაროდ უკმაყოფილება ღიად პირველად დააფიქსირა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელის აზრით, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ოლექსეი მიხაილიჩენკო და უკრაინის პრემიერლიგის გუნდების სხვა მწვრთნელები ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს არ აძლევენ.

„იმ შემადგენლობიდან, რომლებმაც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოვიგეთ, ბევრი ვთამაშობთ? თითქოს ეს მიღწევა კი არაა, პირიქით, ისე გვექცევიან, თითქოს ბოლო ადგილი დაგვეკავებინოს. ბევრი არც უყურებს, რომ ამ ხალხმა მსოფლიო თასი მოიგო. მე უკვე ვხუმრობდი, მინიმალური შანსი რომ მივიღოთ, მარსის ჩემპიონატი უნდა მოგვიგოთ-მეთქი. როდესაც ჩემპიონები გავხდით, ხალხი ხელში აყვანილი გვატარებდა, მაგრამ კლუბებში დავბრუნდით და თითქოს არც არაფერი შეცვლილა“ – ამბობს გიორგი ციტაიშვილი.

გიორგი წიტაიშვილი 2019 წელს უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მაგრამ კივის „დინამოში“ თავის გამოვლენის შანსს ფაქტობრივად არც აძლევენ.

დატოვე კომენტარი