გიორგი ვოლსკი - უმრავლესობა მხარს დაუჭერს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს
გიორგი ვოლსკი - უმრავლესობა მხარს დაუჭერს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს

უმრავლესობა მხარს დაუჭერს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მთავრობის მიერ ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით.

„დღემდე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, რომ შეკავების სტრატეგია, რომელიც მთავრობამ გაატარა და ჯანდაცვის მუშაკებმა ივაჟკაცეს, ეს ყველაფერი შეიძლება დარჩეს მეორე პლანზე და ვირუსის გავრცელების ხარისხი და არეალი იმდენად გაფართოვდეს, რომ უდიდესი პრობლემა შეუქმნას ქვეყანას, როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რასაკვირველია, ამ კრიზის მიღმა არ დარჩება პოლიტიკაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სწორედ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება.

„წინასწარი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც უახლოეს პერიოდში მოგვმართავს  და უმრავლესობაც, რასაკვირველია, მხარს დაუჭერს ამ შეზღუდვებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​