გიორგი ვოლსკი -მიხეილ სააკაშვილმა უკომპრომისო გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე
გიორგი ვოლსკი -მიხეილ სააკაშვილმა უკომპრომისო გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა თავის უკომპრომისო გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია „ნაციონალური მოძრაობის“ და საერთოდ ოპოზიციის ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ფეისბუქმიმართვები ანტისახელმწიფოებრივია და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„ისედაც განელდა ინტერესი მისი პიროვნებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, სააკაშვილის სწორედ ეს გამოხდომები, განცხადებები და შეძახილები არის ის ფაქტორი, რომელმაც საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა ამ პარტიას, როგორც ოპოზიციურ და პოლიტიკურ ძალას. ეს ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან სააკაშვილი თავის პოზიციას არ შეიცვლის. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ჩვენი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გამონათქვამები, მით უმეტეს კარგად იცის, რომ ამის რეალიზება საქართველოში შეუძლებელია. დესტაბილიზაცია არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც სააკაშვილი დღეს მოგვიწოდებს“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.