გიორგი ვოლსკი - იმედი მაქვს, ინაუგურაცია ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის დასამახსოვრებელი იქნება
გიორგი ვოლსკი - იმედი მაქვს, ინაუგურაცია ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის დასამახსოვრებელი იქნება

იმედი მაქვს, ინაუგურაცია ჩვენთვის ყველასთვის და მომავალი თაობებისთვის დასამახსოვრებელი იქნება, ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინაუგურაცია ნაკლები დანახარჯებით გაიმართება და საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება.

„იმედი მაქვს, რომ ნაკლები დანახარჯებით და საკმაოდ წარმომადგენლობითი ინაუგურაცია ჩვენთვის ყველასთვის და მომავალი თაობებისთვის დასამახსოვრებელი იქნება. ვფიქრობ, ფიცის დადებაც საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება იქნება. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის არჩევით საზოგადოებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამაში საზოგადოების ის ნაწილიც დარწმუნდება, ვინც ხმა მის საწინააღმდეგოდ მისცა”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.