გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ჩვენი შეთავაზება საზოგადოებისადმი, რომ გავერთიანდეთ აღმაშენებლის იდეის გარშემო
გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ჩვენი შეთავაზება საზოგადოებისადმი, რომ გავერთიანდეთ აღმაშენებლის იდეის გარშემო

„ივენთ ჰოლში“ „სტრატეგია აღმაშენებელის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს. სტრატეგია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინიციატივით შეიქმნა და შემუშავებაზე 50 ქართველი და უცხოელი ექსპერტი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. სტრატეგია 15 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და როგორც ავტორები ამბობენ, მიზნად ისახავს ძლიერი, ერთიანი, მშვიდობიანი საქართველოს იდეის განხორციელებას, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ღირებულებებს და ორიენტირებულია პროგრესზე და ინოვაციებზე.

ავტორების განმარტებით, სტრატეგია „აღმაშენებლის“ მთავარი ორიენტირი უმთავრესი ფასეულობა ადამიანი და მისი თვითრეალიზება, ადამიანის შინაგანი ძალის და მისი შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ეს არის ჩვენი მხრიდან შეთავაზება საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ გავერთიანდეთ აღმაშენებლის იდეის გარშემო. მას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ მოვიტანოთ ის გლობალური სიკეთეები საქართველოში, რომელიც ასე გვჭირდება, როგორ დავიწყოთ მძლავრი განვითარება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველომ დაიბრუნოს რეგიონის ლიდერის ფუნქცია, გახდეს ცოდნის ჰაბი, ტექნოლოგიური ცენტრი. ის მოიცავს 15 მიმართულებას, მათ შორის ესენია: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, წარმოების განვითარება, განათლება, სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ“, – აღნიშნა სტრატეგიის შექმნის იდეის ავტორმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი