გიორგი ვაშაძე - ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ დღეს ოპოზიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტული წინადადებებით მოვედით და მივიღეთ ტყუილი, ცრუ ბრალდებები, მუქარები
გიორგი ვაშაძე - ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ დღეს ოპოზიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტული წინადადებებით მოვედით და მივიღეთ ტყუილი, ცრუ ბრალდებები, მუქარები

ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ დღეს ოპოზიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტული წინადადებებით მოვედით და მივიღეთ ტყუილი, ცრუ ბრალდებები, მუქარები, – ასე შეაფასა ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, კონკრეტული წინადადებები, 7-პუნქტიანი გეგმა შესთავაზეს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერისგან, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან პასუხები იყო ისევ და ისევ, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილები.

„სამწუხაროდ, დღეს ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ოპოზიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტული წინადადებებით მოვედით და ამაზე მივიღეთ ისევ და ისევ ტყუილი, ცრუ ბრალდებები, მუქარები.

მარტივად რომ შევაჯამოთ, ეს არის – შეაყარე კედელს ცერცვი. ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით, როცა ყველა ფაქტი, რომელიც მათ დაასახელეს, არის ტყუილი, იგონებენ ამ ტყუილებს და ამ ტყუილებზე საუბრობენ. კიდევ ერთხელ გულწრფელად გული მწყდება, რომ ამ ისტორიულ შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, რომელიც გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ უარი მივიღოთ ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჯერი ჩვენზეა, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ეს ასე ვერ დარჩება და საქართველომ არ უნდა გაუშვას ისტორიული შანსი ხელიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.