გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია მარტო არ მიატოვოს ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია მარტო არ მიატოვოს ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადალახა ყოველგვარი გონიერების ზღვარი.

„სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ გადალახა ყოველგვარი გონიერების ზღვარი და ზიანი მიაყენა არა ქვეყნის დემოკრატიას არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების აწმყოს და მომავალს.

ჯერ კიდევ, სანამ დროა და არსებობს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებით განმუხტვის შესაძლებლობა, შეაჩერეთ კანონის უზენაესობის სახელით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ დაწყებული ძალადობა.

მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია მარტო არ მიატოვოს ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.