გიორგი ვაშაძე – მიუღებელია განსხვავებული აზრის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა და წახალისება
მიუღებელია განსხვავებული აზრის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა და წახალისება, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს ბათუმში მომხდარ ინციდენტს.
„ჩემთვის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისთვის პრინციპულად მიუღებელია განსხვავებული აზრის, თუნდაც, ჩვენთვის მიუღებელი ქმედებების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენოთ სხვებს, მოვიწონოთ და წავახალისოთ მსგავსი ქმედებები!“ – აღნიშნულია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.