გიორგი თვალაბეიშვილი საქართველოს პირველი არხის სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს
გიორგი თვალაბეიშვილი საქართველოს პირველი არხის სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს

საქართველოს პირველი არხის სპორტის მიმართულებას გიორგი თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს.

იგი პირველი არხის გუნდს 2015 წელს შემოუერთდა სპორტული გადაცემების წამყვანის და კომენტატორის რანგში, ასევე რამდენიმე წელი იყო სპორტული გაზეთის „ლელო“ მთავარი რედაქტორი.

„პირველ არხზე სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა და მოხარული ვიქნები, თუ ჩემს წვლილს შევიტან ქართული სპორტის  განვითარებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში“, – განაცხადა გიორგი თვალაბეიშვილმა.