გიორგი ტურძილაძე - ჩვენი გამარჯვება გულშემატკივრის დამსახურებაა #1TVSPORT
გიორგი ტურძილაძე - ჩვენი გამარჯვება გულშემატკივრის დამსახურებაა #1TVSPORT

კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა, თსუ-მ ფიბა-ევროპის თასზე მეორე მატჩი გამართა და პოირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა კვიპროსის „კერავნოსს“ 63:60 სძლია.

მატჩის შემდეგ პესკონფერენციაზე გუნდის ცენტრი გიორგი ტურძილაძე გამოცხადდა:

„ძალიან დაძაბული მატჩი იყო. პირველ ნახევარში ჩვენი თამაშის პოვნა გაგვიჭირდა. თუმცა მეორე ტაიმში მწვრთნელის მითითებები კარგად შევასრულეთ და დადებითი შედეგიც მივიღეთ. მინდა, მივულოცო ყველას, განსაკუთრებით, გულშემატკივრებს. უმთავრესად სწორედ მათი დამსახურებაა ჩვენი მოგება. მაშინ, როდესაც მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო, კიდევ უფრო ენერგიულად გვქომაგობდნენ და გამარჯვების ძალა მოგვცეს“.