გიორგი ტერაშვილი ანტალიის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
გიორგი ტერაშვილი ანტალიის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – გიორგი ტერაშვილი (73კგ) და გიორგი შერაზადაშვილი (81კგ) გამოვიდნენ.

ტერაშვილმა წინასწარი ეტაპის შეხვედრები კარგად ჩაატარა და ტურნირის მეოთხედფინალშია, სადაც ისრაელის წარმომადგენელ იდო ლევინს შეხვდება. შერაზადაშვილმა კი ერთ დაპირისპირებაში გაიმარჯვა და მერვედფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან იჭიდავებს.

შეგახსნებთ, რომ გუშინ ანტალიის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.