გიორგი ტერაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
გიორგი ტერაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ორმა ქართველმა – გიორგი ტერაშვილმა და კოტე კაპანაძემ (ორივე 73 კგ-ში) ტურნირის ფინალურ ბლოკში იჭიდავეს.

ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი ფინალში იაპონელ რიუგა ტანაკასთან დამატებით დროში შებოჭვით დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მეორე ქართველმა კოტე კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა პოლონელ ძიუდოისტთან დათმო და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრებისთვის მსოფლიო პირველობაზე გიორგი სარადალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, თორნიკე მაზიაშვილი კი ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.