გიორგი ტაბატაძის ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი #1TVSPORT
გიორგი ტაბატაძის ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი #1TVSPORT

გიორგი ტაბატაძემ (+100კგ) სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მოიგო და ამ წარმატებით ჩვენს ნაკრებს ვაჟთა ძიუდოს ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი მოუტანა.

დღეს ცოტა ხნით ადრე ბრინჯაოს მედალი მოპოვა გიორგი ბადუაშვილმა (100კგ). შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე დავით ლომიტაშვილი (-55კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო დავით ქარელმა, თორნიკე მოსიაშვილმა, არჩილ მამულაშვილმა და ნინო გულბანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3000- ზე მეტი წარმომადგენელი ასპარეზობს.

საქართველოდან შვიდ სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) 28 სპორტსმენი მონაწილეობს.