გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიის სუპერლიგის კლუბში განაგრძობს #1TVSPORT
გიორგი ტაბატაძე დანიაში გაემგზავრება და კარიერას სუპერლიგის კლუბ „ვეილეში“ განაგრძობს – თბილისის „იბერიისა“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეზე ინფორმაცია პირველ არხს დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობამ დაუდასტურა.
გიორგი „იბერიის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2024 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მოქმედი ჩემპიონის მაისურით ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
განსაკუთრებით წარმატებით ბოლო ტურში კონკურენტ „დილასთან“ მოგებული (6:0) შეხვედრა ჩაატარა – დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი ტაბატაძეს საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში სისტემატურად იწვევდნენ.
transfermarkt-ზე მისი ტრანსფერის ღირებულება 75 ათასი ევროა. დანიის სუპერლიგაში სეზონი უკვე დაწყებულია და 5 ტურის შემდეგ „ვეილე“ 4 ქულით მე-10 ადგილზეა.