გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა ესპანურ კლუბ „ტენერიფესთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

„ბედნიერი ვარ, რომ „ტენერიფეში“ ვრჩები. წლებია, რაც აქ მშვენიერი სპორტული თავგადასავალი გვაქვს. ვგრძნობ, რომ შემიძლია, კლუბს კიდევ ბევრის მიღწევაში დავეხმარო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. იმედია, მომავალ სეზონში ერთად მეტ წარმატებას მივაღწევთ“, — აღნიშნა 36 წლის ქართველმა ცენტრმა.

გიორგი შერმადინი გასულ სეზონში საშუალოდ 11.9 ქულასა და 4.6 მოხსნას აგროვებდა. ამ მაჩვენებლებით ის ლიგა ენდესას მეორე სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

ქართველმა კალათბურთელმა კარიერის მანძილზე ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშის“ ტიტული (MVP) ორჯერ, 2021 და 2023 წლებში მოიპოვა, ის 11-ჯერ – თვის, ხოლო 24-ჯერ ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ წევრი 2019 წელს გახდა.