გიორგი შერმადინმა „ტენერიფეს“ „მურსიასთან“ მატჩში 17 ქულა შესძინა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად „მურსიას“ დაუპირისპირდა და 80:86 დამარცხდა.
ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 25 წუთი გაატარა. ამ დროში გიორგი შერმადინმა 17 ქულას, 3 მოხსნასა და ერთ შედეგიანი გადაცემას მოუყარა თავი.
„ტენერიფე“ 34 ქულით სატურნირნო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო ტურში კუნძულელები „ანდორას“ შეხვდებიან.