გიორგი შერმადინმა „ბილბაოსთან“ შეხვედრაში „ტენერიფეს“ 21 ქულა შესძინა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 23-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 75:65 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი სტუმართა შორის მოედანზე საუკეთესო იყო. შერმადინმა მწვრთნელისგან 25 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 21 ქულა და ცხრა მოხსნა შესძინა.
„ტენერიფეს“ რიგებში ქართველის შემდეგ საუკეთესო 11 ქულით ბრაზილიელი გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი გახლდათ, ხოლო 10 ქულა ჰქონდა ტიმ აბრომაიტისს.
ლიგა ACB-ში ჩატარებული 23 შეხვედრის შემდეგ „ტენერიფეს“ 19 გამარჯვება და ოთხი მარცხი აქვს, ამ შედეგით მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება.