გიორგი შერმადინმა „ბარსელონასთან“ თავის გუნდს 20 ქულა შესძინა - „ტენერიფემ“ სტუმრად გაიმარჯვა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში სტუმრად „ბარსელონა“ 95:92 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 20 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. შერმადინმა თამაშიდან ტყორცნების 100% გამოიყენა, მან 8-დან 8 ორქულიანი ჩააგდო. ქართველმა ასევე 6-დან 4 საჯარიმო მიითვალა.
„ტენერიფეს“ რიგებში ასევე 20 ქულა ჰქონდა დავიდ კრამერს, ხოლო ბრაზილიელმა გამთამაშებელმა, მარსელინიომ 19 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
აღსანიშნავია, რომ „ტენერიფესთვის“ ეს გამარჯვება ზედიზედ მეექვსე იყო ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში. გუნდი 22 ტურის შემდეგ მოპოვებული 34 ქულით გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა.