გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატი საკუთარი შეხვედრები მოიგეს #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გუნდებმა.
შერმადინის „ტენერიფემ“ „ხუვენტუდი“ საკუთარ მოედანზე 82:81 დაამარცხა. მატჩის ბოლო წუთებზე კუნძულელებს გამარჯვება აბრომაიტისმა სამქულიანი ტყორცნით მოუტანა. რაც შეეხება ქართველ კალათბურთელს, გიორგიმ მოედანზე 17 წუთი გაატარა, ხოლო აქტივში 3 ქულა და 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება ჩაიწერა. ამჟამად „ტენერიფე“ 32 ქულით გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა.
ბექაა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნამ“ ერთ-ერთი კონკურენტი „ლეიდა“ საკუთარ მოედანზე 97:84 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრმა 15:32 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. „ლეიმა კორუნა“ ესპანეთის ჩემპიონატში 10 ქულით ბოლო ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება მის წინ მყოფ 3 გუნდს.