გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ბასკონია“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილს ინარჩუნებს #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ბასკონია“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილს ინარჩუნებს #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „ბასკონია“ 93:89 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 26 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 9 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. შერმადინმა 7-დან 4 ტყორცნა გამოიყენა და 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფეს“ რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა დევიდ კრამერს ჰქონდა, ხოლო მარსელიონიო უერტასმა მატჩი 19 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. „ბასკონიის“ შემადგენლობაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა საქართველოს ნაკრების ლეგიონერმა, კამარ ბოლდუინმა.

ამ მომენტისთვის „ტენერიფე“ 22 გამარჯვებითა და 6 მარცხით ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 26 აპრილს ბექა ბურჯანაძის „კორუნასთან“ გამართავს.