გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „გრანადა“ დაამარცხა - ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 19 ქულა შესძინა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „გრანადა“ დაამარცხა - ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 19 ქულა შესძინა #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის 26-ე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე „გრანადა“ 96:87 დაამარცხა.

შერმადინმა მოედანზე 27 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 19 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა. ის ესპანეთის ნაკრების წევრთან, ხაიმე ფერნანდესთან ერთად ქულათა მხრივ თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო – ფერნანდესმაც 19 ქულას მოუყარა თავი.

„გრანადას“ რიგებში 12 წუთი ითამაშა გიორგი ბეჟანიშვილმა, მან შეხვედრის მანძილზე 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

შედეგად, ესპანეთის ჩემპიონატში „ტენერიფე“ 21 გამარჯვებითა და 5 მარცხით მეორე ადგილზეა და პლეი ოფის საგზური უკვე ოფიციალურად მოიპოვა, ხოლო „გრანადა“ მე-17 ადგილზე, გასავარდნთა ზონაშია.