გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის საკალთბურთო ლიგის რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის საკალთბურთო ლიგის რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონი დასრულდა და გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფემ“ გათამაშების ამ ეტაპზე მესამე პოზიცია დაიკავა.

გუნდი ბოლო ტურში სტუმრად „მანრესას“ დაუპირისპირდა და სამი ქულის სხვაობით, 83:86 დამარცხდა. ამ წარუმატებლობით ისარგებლა „ვალენსიამ“, რომელმაც ბურთების უკეთესი შეფარდებით „ტენერიფეს“ გადაასწრო და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა.

გიორგი შერმადინი ბოლო ტურში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 36 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 27 წუთი დაჰყო და ამ დროში 17 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. შერმადინმა 7-დან 5 ორქულიანი და შვიდივე საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო. მოხსნებით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ტენერიფემ“ რეგულარული სეზონი 25 მოგებითა და 9 მარცხით დაასრულა. გუნდი მხოლოდ მადრიდის „რეალსა“ და „ვალენსიას“ ჩამორჩა.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე „ტენერიფეს“ მეტოქე „ხუვენტუდი“ იქნება, სერია ორ გამარჯვებამდეა და მისი პირველი მატჩი 2 ივნისსაა დაგეგმილი.