გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრა დათმო და ტურნირი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. ესპანურმა გუნდმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი ათენის აეკ-თან დაძაბულ ბრძოლაში 73:77 წააგო.
„ტენერიფე“ თამაშში უპირატესობას ფლობდა, თუმცა ბოლო მეოთხედი საგრძნობლად ჩააგდო – ბერძნებმა ეს მონაკვეთი 31:18 მოიგეს, რამაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.
გიორგი შერმადინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა. მან 5 ქულა ჩააგდო და 11 მოხსნა მიითვალა (9 მოხსნა მეტოქის ფარზე). ქართველმა თავის გუნდს ასევე 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
შეგახსენებთ, რომ „ტენერიფე“ ნახევარფინალურ მატჩში თურქულ „გალათასარაისთან“ დამარცხდა.