გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ტრაპანის“ ესტუმრა და 84:78 გაიმარჯვა.

გიორგი შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 9 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, ხოლო 5 ქულა საჯარიმო ტყორცნებით მოაგროვა.

„ტენერიფესა“ და „ტრაპანის“ გარდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „ტოფასი“ და „ბნეი ჰერჟლიაც“ გამოდიან. მომდევნო მატჩს გიორგი შერმადინის გუნდი „ბნეი ჰერჟლია“ წინააღმდეგ გამართავს.