გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „გალათასარაისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „გალათასარაისთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თურქულ „გალათასარაისთან“ 80:90 დამარცხდა და ტურნირის ფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

გიორგი შერმადინმა მწვრთნელისგან 22 წუთი მიიღო. ამ დროის განმავლობაში მან გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ „ტენერიფესთვის“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ეს პირველი მარცხი იყო.

მეორე ნახევარფინალში საბერძნეთის „აეკი“ ესპანურ „უნიკახას“ შეხვდება. მათ შორის გამარჯვებული ფინალში „გალათასარაის“ დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებული მესამე ადგილისთვის მატჩში – „ტენერიფეს“.